Sunday, May 2, 2010

საქართველოს მეფეები


  1. პროექტ-საქართველოს მეფეები.
  2. პროექტის მოკლე აღწერა: საქართველოს მეფეების ქრონოლოგიის მიხედვით ხისებრი დიაგრამის აგება.მოღვაწეობის წლების ჩვენება და ბიოგრაფიული მონაცემები.
  3. მნიშვნელობა და აქტუალობა:

მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს მეფეების ბიოგრაფიებს და მის მიხედვით ააგებენ ხისებრ დიაგრამას.

  • მიზნები და შედეგები:

ოსწავლეები დაეუფლებიან სახელმძღვანელოებით და ინტერნეტით მასალის მოძიებას,მათ დახარისხებას და ისტორიული ფაქტების გადმოცემას მათემატიკის კუთხით.

4. როექტის სრული აღწერა:

ოსწავლეები მოიძიებენ საქართველოს მეფეების ბიოგრაფიულ ცნობებს,სურათებს და გაეცნობიან იმ ადგილებს საიდანაც არიან წარმოშობით მეფეები.გამოიკვლევენ მათი გვარების წარმოშობას,გაეცნობიან მათ ოჯახურ ტრადიციებს,შეაგროვებენ მონაცემებს და შეადგენენ დიაგრამებს,გენიოლოგიის ხეს.

5.საგნებთან კავშირი:

ამ პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეებს ექმნებათ საშუალება მიმართონ ისტორიის პედაგოგს რათა მისი მითითებით მოიძიონ საინტერესო მასალები.

6.პროექტის შესაძლო აქტივობები:

ინფორმაციის მოძიება ინტერნეტის საშუალებით და მათი გადატანა დიაგრამაზე.

7.მოსალოდნელი შედეგები:

ოსწავლეები შეიძენენ კვლევის უნარს საკუთარი მეფეების წარმოშობის ისტორიას.მოძიებული მასალით შეძლებენ მათ დალაგებას,შექმნიან ფოტო ალბომებს,დიაგრამებს და განათავსებენ ბლოგზე.

8.მოსწავლეთა ასაკი:

მეშვიდე მერვე კლასი.

9.სამუშაო ენა: ქართული

10.შეფასება:

1-3 ქულა

მარტივი მათემატიკური ობიექტის სახელწოდებისა და ძირითადი თვისებების გამეორება,უმარტივესი სტატისტიკური გამოთვლები.

4-5 ქულა

სტანდარტული გამოთვლებისა და მსჯელობის ჩატარება.მარტივი მათემატიკური ობიექტის სახელწოდების და ძირითადი თვისებების გადმოცემა.

6-7 ქულა

მათემატიკური ობიექტის თვისებების გამოყენებით,სტატისტიკური გამოთვლებისა და მსჯელობის ჩატარება.ინფორმაციის გადმოცემისას საკითხის არსის წარმოჩენა.

8-10 ქულა

არჩეული სტრატეგიის ვარგისიანობისა და მისი გამოყენების საზღვრის განხილვა.ინფორმაციის ინტერპრეტაცია,მასზე მსჯელობა,ერთმანეთთან დაკავშირება,ინფორმაციის გადმოცემისას საკითხის არსის წარმოჩენა.

No comments:

Post a Comment