
- პროექტი-საქართველოს მეფეები.
- პროექტის მოკლე აღწერა: საქართველოს მეფეების ქრონოლოგიის მიხედვით ხისებრი დიაგრამის აგება.მოღვაწეობის წლების ჩვენება და ბიოგრაფიული მონაცემები.
- მნიშვნელობა და აქტუალობა:
მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს მეფეების ბიოგრაფიებს და მის მიხედვით ააგებენ ხისებრ დიაგრამას.
- მიზნები და შედეგები:
მოსწავლეები დაეუფლებიან სახელმძღვანელოებით და ინტერნეტით მასალის მოძიებას,მათ დახარისხებას და ისტორიული ფაქტების გადმოცემას მათემატიკის კუთხით.
4. პროექტის სრული აღწერა:
მოსწავლეები მოიძიებენ საქართველოს მეფეების ბიოგრაფიულ ცნობებს,სურათებს და გაეცნობიან იმ ადგილებს საიდანაც არიან წარმოშობით მეფეები.გამოიკვლევენ მათი გვარების წარმოშობას,გაეცნობიან მათ ოჯახურ ტრადიციებს,შეაგროვებენ მონაცემებს და შეადგენენ დიაგრამებს,გენიოლოგიის ხეს.
5.საგნებთან კავშირი:
ამ პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეებს ექმნებათ საშუალება მიმართონ ისტორიის პედაგოგს რათა მისი მითითებით მოიძიონ საინტერესო მასალები.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები:
ინფორმაციის მოძიება ინტერნეტის საშუალებით და მათი გადატანა დიაგრამაზე.
7.მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეები შეიძენენ კვლევის უნარს საკუთარი მეფეების წარმოშობის ისტორიას.მოძიებული მასალით შეძლებენ მათ დალაგებას,შექმნიან ფოტო ალბომებს,დიაგრამებს და განათავსებენ ბლოგზე.
8.მოსწავლეთა ასაკი:
მეშვიდე მერვე კლასი.
9.სამუშაო ენა: ქართული
10.შეფასება:
1-3 ქულა
მარტივი მათემატიკური ობიექტის სახელწოდებისა და ძირითადი თვისებების გამეორება,უმარტივესი სტატისტიკური გამოთვლები.
4-5 ქულა
სტანდარტული გამოთვლებისა და მსჯელობის ჩატარება.მარტივი მათემატიკური ობიექტის სახელწოდების და ძირითადი თვისებების გადმოცემა.
6-7 ქულა
მათემატიკური ობიექტის თვისებების გამოყენებით,სტატისტიკური გამოთვლებისა და მსჯელობის ჩატარება.ინფორმაციის გადმოცემისას საკითხის არსის წარმოჩენა.
8-10 ქულა
არჩეული სტრატეგიის ვარგისიანობისა და მისი გამოყენების საზღვრის განხილვა.ინფორმაციის ინტერპრეტაცია,მასზე მსჯელობა,ერთმანეთთან დაკავშირება,ინფორმაციის გადმოცემისას საკითხის არსის წარმოჩენა.